წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საგნის

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საგნის "მე და საზოგადოების" შესახებ საჯარო განხილვის მოწყობა აუცილებელია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ახალი საგნის "მე და საზოგადოების" შესახებ საჯარო განხილვის მოწყობა აუცილებელია. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში, რომელიც საპატრიარქოში დღეს გამოქვეყნდა.

"წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, - "მე და საზოგადოების", შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც", _ ნათქვამია განჩინებაში.

"მე და საზოგადოების" და "ჩვენი საქართველოს" სკოლებში საგნად შესაძლო სწავლებას საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებდა. ამასთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქციაც მოაწყვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე პედაგოგთათვის ამ საგნების სწავლების სახელმძღვანელო მასალებია ატვირთული. განათლების სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ "მე და საზოგადოებისა" და "ჩვენი საქართველოს"სახელმძღვანელოები დაბეჭდილი არ არის.