საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას, პრობლემის მოგვარებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დღევანდელი მთავრობა მთლიანად უნდა გადადგეს.
კანდელაკის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობაა.
„პრობლემის სახელი და გვარი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის. პრობლემების მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. მან უნდა თქვას უარი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე და მან უნდა თქვას უარი უნიათო მთავრობაზე, რომლებიც არაქმედითები არიან“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.