პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჭორია.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მან მედიისგან შეიტყო, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჭორია, ჭორებზე კი კომენტარი არ უნდა გაკეთდეს. მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა დატოვოს ღარიბაშვილმა თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.