პრემიერის გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდებათ. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.