საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ არაფერი იცის . ასე უპასუხა აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას, ადასტურებდა თუ არა ის გავრცელებულ ინფორმაციას და ჰქონდა თუ არა პრემიერთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში.
"ნამდვილად არაფერი ვიცი. ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა. ნამდვილად თუ დამიჯერებთ არაფერი ვიცი. თქვენ იცით რამე? რაც არ ვიცი რა ვთქვა. ვიზებზე მოგიყვებით რამდენსაც გნებავთ. მე მნიშნავენ წყალქვეშა სამხედრო ფლოტის მთავარსარდლად, ეს ზუსტად ვიცი. ნამდვილად არ ვიცი არაფერი. მოიცადეთ ცოტა ხანი, აქ ხართ მაინც", - განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ.
კითხვაზე, რა მოხდება ცოტა ხანში, აბაშიძემ განაცხადა, რომ უბრალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტები მოდიან.