დავით ბაქრაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას არ ფლობს

დავით ბაქრაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას არ ფლობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძეს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ბაქრაძე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა როგორც ჟურნალისტებს განუმარტა, ის თავის ოფისში მივიდა სამუშაოდ. მინისტრის თქმით, ხვალ მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წარუძღვეს და დამატებით რაიმე ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს და მის მოვალეობას გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს.