არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ

არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ

არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა დატოვებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას.

"ეს ინფორმაცია ვრცელდება და ამის თაობაზე უცბად პასუხს ვერ გაგცემთ. ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს ასე არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა არის და არ ვფიქრობ, რომ ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.