სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 30 წლის ზეჰრა იამაჩი თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი ჰოსპიტალიზბეულია.

ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ნაღმტყორცნიდან გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით პოლიცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ტერორისტული აქტი.

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში აფეთქება გამთენიისას, თვითმფრინავების სადგომთან მოხდა.

აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდმაცავები იცავენ.

მომხდარის მიუხედავად, აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.