სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში დღეს ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ზოგან ძლიერად, იქროლებს დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება.

დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მაღალმიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი.

დღეს თბილისში დროგამოშვებით იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება. ხვალ თბილისში ქარი შედარებით შესუსტდება და 17-22 მეტრი წამში იქნება. ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

26 დეკემბერს საქართველოში უნალექო და შედარებით მზიანი ამინდია. ცვალებადი ამინდები 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.