სტამბოლის აეროპორტში აფეთქება მოხდა

სტამბოლის აეროპორტში აფეთქება მოხდა

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპროტში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმფრინავების სადგომთან მოხდა, რის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა. ორივე ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდმაცავები იცავენ.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის მიუხედავად, აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.