საგანგებო ვითარების პერიოდში, საფრანგეთში 3500 ადამიანი არ შეუშვეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგისთვის რისკის შემცველად მიიჩნია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში საფრანგეთში 10-მდე ტარაქტის აღკვეთა მოხერხდა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო გუშინ. სამართალდამცავების ინფორმაციით, ტერაქტი ქალაქ ორლეანში იგეგმებოდა, რომელიც პარიზიდან სამხრეთით მდებარეობს.
სამთვიანი საგანგებო ვითარება პარიზში ნოემბერში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ შემოიღეს, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.