მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის ადვოკატი არ აკონკრეტებს, სად მიმდინარეობს მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ღონისძიება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ხარძიანის ადვოკატმა მალხაზ თალაკვაძემ განუცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ დაკავების ღონისძიება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს.
ადვოკატის განცხადებით, ფანტაზიის ნაყოფია გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს მკვლელობაში ბრალდებული ჩეჩნური წარმოშობის არის.
რაც შეეხება, მოკლულის ოჯახის პოზიციას, რომ ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი გია უდესიანი და ქურასბედიანი არიან, ადვოკატი აცხადებს, რომ ის იურისტია და ემოციურ განცხადებებს ვერ შეაფასებს.
რაც შეეხება შეკითხვას, სავარაუდოდ როდის შეიტანს ხარძიანის საქმეს პროკურატურა სასამართლოში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ "საქმე წკიპზეა".
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან მოკლეს. ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული მას რამდენიმე დღე უთვალთვალებდა. მკვლელობის მომენტში კი, ადგილზე მოპედით იმყოფებოდა, რომელიც გასროლის შემდეგ, რამდენიმე წუთში ჩაფხუტთან ერთად, კეკელიძის ქუჩაზე ფარეხთან დატოვა.
საქმეში დევს ქუჩის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეომასალაც.