მაგდა პაპიძე - პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ, გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ

მაგდა პაპიძე - პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ, გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის თქმით, მასზე პოლიციაში ძალადობის ფაქტი განხორციელდა. ამის შესახებ პაპიძემ გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა. "პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს განცხადებაზე ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა. პროკურორის თქმით, ისინი მაგდა პაპიძის განცხადებებს შეისწავლიან.