პრემიერის სპეციალური წამომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმს გაამარტივებდა.
როგორც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვანი გამარტივება შეეხება როგორც სამუშაო და სასწავლო, ასევე, კერძო ხასიათის ვიზებს.
ზურაბ აბაშიძის განმარტების, ამიერიდან კერძო ხასიათის ვიზების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეების მოწვევა რუსეთიდან შეეძლება არამხლოდ უახლოეს ნათესავს, არამედ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს.
„ჩვენ ამის თაობაზე ადრეც გვქონდა ინფორმაცია, კერძოდ, როდესაც მე შევხვდი ჩვემს კოლეგას ნოემბრის შუა რიცხვებში. მივიღეთ ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად გამარტივების თაობაზე", - განუცხადა "პირWელს" აბაშიძემ.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებას, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა რუსეთის მხრიდან და ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდება და საქართველოს მოქალაქეები რუსეთში წასვლისთვის საჭირო, საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ მრავალჯერად და ასევე კერძო ვიზებს მიიღებენ დამოუკიდებლად იმისა, არის თუ არა მომწვევსა და მოწვეულს შორის ნათესავური კავშირი.