„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სურვილი კრახით დასრულდება“

„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სურვილი კრახით დასრულდება“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას განცხადებით, რეგიონის მოქალაქეებისთვის ქართული ბიუმეტრიული პასპორტების გაცემა მორიგი პოლიტიკური ხრიკია.

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, ქართული მხარის მოწოდება, აფხაზეთის მოქალაქეებზე ბიომეტრიული პასპორტები გასცენ, წარუმატებელობისთვისაა განწირული და ეს მორიგი პოლიტიკური სატყუარაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები არ წამოეგებიან ასეთ იაფფასიან სატყუარას. საქართველო ვერ ახერხებს დარწმუნებას, რომ პოლიტიკური საკითხების ჰუმანიტარული მეთოდებით მოგვარებას შეძლებს“, - განაცხადა კან ტანიამ.

მისივე თქმით, სწორედ ქართული მხარის მაქსიმალური შეზრუდვებით არის გამოწვეული ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს არ აძლევენ ვიზებს რუსულ პასოპრტებში, რომელიც რუსეთის საელჩოს მიერ არის გაცემული.