ერაყის არმიამ ქალაქ რამადის ცენტრის

ერაყის არმიამ ქალაქ რამადის ცენტრის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

ერაყის არმიამ ქალაქ რამადის ცენტრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიას ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.

ერაყის კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქის ცენტრში უკვე შევიდნენ და სამთავრობო კომპლექსისკენ მიემართებიან.

სამხედრო ოპერაციაში საჰაერო ძალებიც მონაწილეობენ.

რამადი ბაღდადიდან დაახლოებით 90 კილომეტრში მდებარეობს. "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქზე კონტროლი მაისში დაამყარა. ერაყის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რამადიში ამჟამად 300-მდე მებრძოლი იმყოფება.