რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ავტომატურად გახანგრძლივების გადაწყვეტილება დღეიდან ძალაში შევიდა

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ავტომატურად გახანგრძლივების გადაწყვეტილება დღეიდან ძალაში შევიდა

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ავტომატურად გახანგრძლივების გადაწყვეტილება დღეიდან შევიდა ძალაში. ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი დადგენილება დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. შეზღუდვები 2016 წლის 31 ივლისამდე იმოქმედებს.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება 18 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. დასავლეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შეუსრულებლობას უკავშირებს.