კვლევის თანახმად, წელს

კვლევის თანახმად, წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 14% დაკარგა

მიმდინარე წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 14% დაკარგა. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული ინსტიტუტი IHS Jane's-ი იტყობინება.

კვლევის თანახმად, ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიები სირიასა და ერაყში 12 800 კვადრატული კილომეტრით, 78 000 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

კერძოდ, ისლამისტებმა დაკარგეს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი თელ-აბიადი, ერაყის ქალაქი ტიკრიტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერაყის ქალაქ ბაიჯიში.

გარდა ამისა, ისლამისტები აღარ აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალს, რომელიც სირიის ქალაქ რაყას ერაყის ქალაქ მოსულთან აკავშირებს.