ოდესის მოქალაქემ ოლქის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო. მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ, ფულადი ჯარიმის სახით, 680 გრივნის გადახდა დააკისრა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუბერნატორს აღმასრულებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ.
გამოცემის ცნობით, თუ გუბერნატორის მიერ სასამართლო გადაწყვეტილება შესრულებული არ იქნება, აღმასრულებელი მას ფულად ჯარიმას გაუორმაგებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს, ოლქის გუბერნატორს სასამართლოს ოფიციალური განაჩენის დაუმორჩილებლობის გამო, გაფრთხილების მიცემის მოთხოვნით მიმართავს.
მაქსიმალური სასჯელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული, 5-წლიანი პატიმრობაა.
მომჩოვანის ინფორმაციით, მან სამხარეო ადმინისტრაციას მიმართა და გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვა, რისი უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული, რაზეც სამხარეო ადმიანისტრაციაში უარი განუცხადეს. მოქალაქემ ჩათვალა, რომ ამით მისი მოქალაქეობრივი უფლებები დაირღვა და საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელმაც გუბერნატორს მოქალაქესთან შეხვედრა, იძულებითი წესით დააკისრა.