საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის მღვდელმთავრები იკრიბებიან. საპატრიარქოში უკვე მივიდა რამდენიმე მღვდელმთავარი. მათ ჟურალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. უცნობია რა საკითხებს განიხილავს წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე წლის შეჯამება მოხდება. წმინდა სინოდის განჩინება, სავარუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
წმინდა სინოდის წევრი სხვადასხვა ეპარქიის წინამძღოლი, 50-მდე მღვდელმთავარია.