საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომის დღის წესრიგი წინასწარ უცნობია. სინოდი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება, წელს წმინდა სინოდის ბოლო სხდომაა. წმინდა სინოდის განჩინება, სავარაუდოდ დღის ბოლოს გამოქვეყნდება.