პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იან ბარიერს აწესებს

პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იან ბარიერს აწესებს

პარლამენტში ინიცირებულია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალსიწინებს.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის ინიციატორი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია.

პროექტის მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი მისცემს ხმას. მოქმედი კანონით კი, მაჟორიტართა არჩევის ბარიერი 30%-ს შეადგენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილება და იმ კანონპროექტის მიღებას დაეწევა, რომლითაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები იცვლება.