სამწუხაროა, რომ პრემიერი და მთავრობა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამენ

სამწუხაროა, რომ პრემიერი და მთავრობა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამენ

სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამენ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი , პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისთვის წარდგენილ ანგარიშს.

"მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს, მწვავედ დგას უმუშევრობის საკითხი, მთავრობა ამას საერთოდ არ აღიარებს პრობლემად. ისინი თვითკმაყოფილები არიან. ამ არაადეკვატურობით კი ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავთ", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

აღნიშნულ კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.