"ირანთან არა მხოლოდ ბუნებრივი აირის თვალსაზრისით დავიწყებთ საუბარს"

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ირანი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რისი გამოყენებაც საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა, საქართველო ირანთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

"უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, ელექტროენერგიის თვალსაზრისითაც დავიწყებთ საუბარს. ირანი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით და შეძლებისდაგვარად, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ირანის რესურსიც", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.