დავით სერგეენკოს განცხადებით, მომავალი წლიდან, სახელფასო პოლიტიკის მოსაგვარებლად, ხელისუფლება ახალ რეფორმას აამოქმედებს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მომავალი წლიდან, სახელფასო პოლიტიკის მოსაგვარებლად, ხელისუფლება ახალ რეფორმას აამოქმედებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მომავალი წლიდან, სახელფასო პოლიტიკის მოსაგვარებლად, ხელისუფლება ახალ რეფორმას აამოქმედებს.

კითხვაზე, დარეგულირდება თუ არა სახელფასო დანამატები და პრემიების საკითხი, რომლის გამოც მუდმივად აკრიტიკებდნენ მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინსიტროში მაღალჩინოსნებს განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვთ.

"რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას, საჯარო სამსახურის ერთიან რეფორმაში, განხორციელდება მომავალი წლიდან. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც მაღალჩინოსნებად მოიხსენიებენ, ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები, პირიქით, ალბათ უფრო მეტი მოვალეობა აქვთ. რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, ხდება მათი პრივილეგირება დამსახურების მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ეს რიგითი თანამშრომლები ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქმნიან", - აღნიშნა სერგეენკომ.