"პარლამენტარის წინააღმდეგ მოქნეული ხელი, ათასობით ადამიანის მიმართ ამის გაკეთებას ნიშნავს"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება დასაგმობია.

უსუფაშვილი ყველას ურჩევს ემოციები ვერბალურად, ძალადობის გარეშე გამოხატან.

"დარღვევები თუ ამ ტიპის ინციდენტები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე უნდა იყოს დაგმობილი, რადგან როდესაც ერთი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის მოქნეული ხელი, ეს ნიშნავს ათასობით ადამიანის წინააღმდეგ ამის გაკეთებას. ემოციები როგორმე ვერბალურად გამოვხატოთ და არა რამე სხვა ფორმით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.