ირაკლი ღარიბაშვილი:  სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რელიგიური განსხვავებები ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი ბუნებრივი მახასიათებელია.

„მინდა, ხაზგასმით განვაცხადო - სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს, ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას. ამ მიზნით შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე უწყება, სარეკომენდაციო უფლებამოსილების მქონე „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.