რამდენიმე დღის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა თავი კიდევ ერთხელ შეირცხვინეს და გულშემატკივრებს რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული წარმატებით გამოწვეული სიხარული აშკარად ჩააშხამეს. მიხეილ მესხის სტადიონზე მისულმა ასეულობით ბილეთიანმა რაგბის ქომაგმა საკუთარ ადგილებს ვერ მიაღწია. მიზეზი პროზაული გამოდგა – სტადიონის დაცვამ ღია მხოლოდ ორი შესასვლელი კარი დატოვა.
ზემოთმოყვანილი შემთხვევა პირველი არ გახლავთ. საერთაშორისო (საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ხალხი მაინც არ დადის) საფეხბურთო შეხვედრების დაწყების წინ ანალოგიური სურათის მომსწრენი არერთხელ გავმხდარვართ. ალბათ დროა რომ ქართული სპორტის თაყვანისმცემლებმა ხმა ერთხელ ხმამაღლა ამოვიღოთ და ამ უწესრიგობების მოთავეებსა და ორგანიზატორებს საკუთარი მოვალეობის პროფესიულ დონეზე შესრულება მკაცრად მოვთხოვოთ.
ამ სტრიქონების ავტორი შაბათს სტადიონზე არ იმყოფებოდა. ამ მიზეზის გამო აზრის გამოთქმა ქართული სპორტის დიდ ქომაგს, ბატონ ამირან ურუშაძეს ვთხოვეთ.
საქართველო-რუსეთის რაგბის შეხვედრაზე მისულ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის პრობლემები შეექმნათ. რა მოხდასინამდვილეში? – სინამდვილეში მოხდა ის, რომ დაახლოებით 40 კარიდან მხოლოდ 2 თუ 3 იყო ღია და თავად წარმოიდგინეთ, ამხელა ხალხის მასას როგორ გაუჭირდებოდა სტადიონზე შესვლა. მით უმეტეს, რომ დაცვის თანამშრომლები ხელოვნურ ბარიერს უქმნიდნენ ხალხს და ბილეთიან გულშემატკივარსაც კი საათობით აყოვნებდნენ შესასვლელთან. ეს იყო უდიდესი სირცხვილი, რომელსაც ვერც მთავრობა, ვერც სპორტის სამინისტრო, ვერც სტადიონის ადმინისტრაცია და ვერც ე.წ. "დაცვის სამსახური" კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხავს!
რომელ საათზე მიხვედით მიხეილ მესხის სტადიონზე და რეალურად როდის დაიკავეთ ტრიბუნაზე ადგილი? – სტადიონთან მივედი 14:20-ზე და შიგნით რომ შევედი, უკვე 14:50 იყო. თუმცა, მე სხვებთან შედარებით მაინც გამიმართლა და ბევრი ჩემი მეგობარი თუ ახლობელი მხოლოდ პირველი ტაიმის დამთავრებისას შეუშვეს შიგნით. მათი გადმოცემით, დაცვის თანამშრომლები სასტიკად ექცეოდნენ ბილეთიან გულშემატკივრებს - ლანძღავდნენ, აგინებდნენ, კარს ცხვირწინ უკეტავდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, წყლითაც კი წუწავდნენ.
სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს ხშირად ესწრებით. რა ხდება? გულშემატკივრებს რატომ უჭირთ თავიანთ ადგილებზე მიღწევა? – არაორგანიზებული ხალხი ვართ, არაფრის წესიერად გაკეთება არ შეგვიძლია და იმიტომ. დაცვის და კონტროლის სამსახურს არ ასწავლიან წესიერად თავიან საქმეს, არ უხსნიან ნორმალურად თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს, ანდა უხსნიან, მაგრამ უფლება-მოვალეობათა გადაჭარბებას აქვს ადგილი. მოკლედ, საორგანიზაციო საკითხებში ძალიან გვიჭირს და მაგრად მოვიკოჭლებთ.
საქართველო-რუსეთის შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრო. სპორტულ სარბიელზე გულშემატკივრების დროულად შეშვებას ამფაქტორმა ხომ არ შეუშალა ხელი? – მე თუ მკითხავთ, ეს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო იმ ხელოვნური ბარიერების გაკეთებისას, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე მისულ გულშემატკივარს დახვდა.
თქვენი აზრით მდგომარეობა როგორ უნდა გამოსწორდეს? (ხელოვნური კორდონების მოხსნა და გულშემატკივრების თავის დროზესტადიონის ტრიბუნებზე შეშვება). – ზემოთაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა, ელემენტარულად საქმის ნორმალური ორგანიზება ისწავლონ და ყველამ (დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, სტადიონის ადმინისტრაციით და ზემდგომი პირებით დამთავრებული) ზედმიწევნით იცოდეს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები, რათა მათ გადაჭარბებას არ ქონდეს ადგილი.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სტუმრობისას გააჟღერა იდეა რომ ამ ქვეყანასთან ერთად ევრო-2020-ის ფინალური სტადიისმასპინძლობაზე განაცხადს შევიტანთ. საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირების წინ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლისპრობლემა შეექმნათ. ამ კუთხიდან გამომდინარე როგორ უყურებთ ევრო-2020-ის საქართველოში ჩატარების იდეას. სტადიონები ხომწესრიგში არ გვაქვს, გულშემატკივრებსაც ადგილების დაკავება უჭირთ. – აბსურდია ეს ყველაფერი! ამ იდეის გაჟღერებაც კი, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი! ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ძალიან უტოპიურად მოჩანს ევრო-2020-ის მასპინძლობის პერსპექტივა და თუკი რადიკალურად გამოსწორდა მდგომარეობა, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი.
|