პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დღეს ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაული აღკვეთილია. ციხე აღარ არის ადამიანის ღირსების გათელვის დაწესებულება.

 „ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვაწყვეთ პენიტენციური დაწესებულებები, დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება, გავაუმჯობესეთ მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები, ავამოქმედეთ სრულიად ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, დავნერგეთ არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაინერგა პენიტენციური ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტი. პირველადი სამედიცინო დახმარება დღეს ხელმისაწვდომია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ხოლო C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 500 მსჯავრდებულიდან, 90 პროცენტი მთლიანად განიკურნა.