პრემიერ-მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს გმირობისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სისტემა თითოეული პოლიციელის თავდადებას ეფუძნება, რომლებიც ურთულეს პირობებში, ხშირად სიცოხლის რისკის ფასად იცავენ მოქალაქეთა სიმშვიდესა და უსაფრთხოებას.

„ძალიან ვწუხვარ, როდესაც მესმის უსამართლო ბრალდებები პოლიციელების მისამართით. მათ აქვთ ძალიან მძიმე შრომა, უძილო ღამეები, მუხლჩაუხრელი მუშაობა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი ვალდებულებაა, ამ ხალხს სათანადოდ მოვეპყროთ და ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ ემსახურებიან ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, საკუტარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდა ერთ უწყებაში კონცენტრირებული უდიდესი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, დღეს პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის გარანტია მთლიანად საზოგადოებისთვის და არა პრივილეგირებული ჯგუფისთვის.