ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მილიონ დოლარზე მეტია

ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მილიონ დოლარზე მეტია

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 17 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, - საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2005-დან 2012 წლამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობა ჯამურად 13 მილიონი იყო.

• საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 6 მილიონ დოლარზე მეტია;

• ბოლო სამ წელში გაიხსნა 120-ზე მეტი სასტუმრო; • გუდაურსა და ბაკურიანში განხორციელდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტი, შედეგად სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა;

• დიდველსა და კოხტაზე უკვე დასრულდა, ხოლო მომავალ წელს მიტარბზე დასრულდება სათხილამურო გზების, საბაგიროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;

• გაიხსნა ახალი სათხილამურო კურორტი ,,გოდერძი“ „თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის მთავარი მიმართულება უპირველესად, შთაბეჭდილებების მიღებაა. ამისთვის კი აუცილებელია ცოცხალი კონტაქტი გარემოსთან, ტრადიციებთან, ადამიანებთან. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - უძველესი ტრადიციები, ფოლკლორი, ხალხური რეწვა, კულინარია ხშირად სტუმრისათვის გადამწყვეტია“,- განაცხადა პრემიერმა.