2006 წელს, ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კმ გზა; ახალი ხელისუფლების დროს კი, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში, 96 კმ გზა დაიგო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გზებისა და ხიდების, საწარმოების, სკოლებისა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მშენებლობა; როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აღდგა 800-ზე მეტი კილომეტრი გზა; აშენდა 67 ახალი ხიდი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 ხიდს; ჩქაროსნულ მონაკვეთზე შენდება 55 ხიდი;