პრემიერმა დაფინანსების ზრდაზე დეტალურად ისაუბრა

პრემიერმა დაფინანსების ზრდაზე დეტალურად ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ბიუჯეტით მხარდაჭერილი სფეროების დაფინანსების ზრდაზე დეტალურად ისაუბრა:

• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა - გაზრდილია 55%-ით;

• განათლება და მეცნიერება - 35%-მდე;

• სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა - 91%-ით.

• გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიის მოცულობა:

• აღმოიფხვრა კომპენსაციების უსამართლო სისტემა და ძალოვანი უწყებებიდან 2005 წლამდე დათხოვნილი პირების პენსიები განისაზღვრა ნამსახურები წლებისა და მიღებული წოდებების მიხედვით;

• გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებები;

• გაიზარდა დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობები 60%-100%;

• 200 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო 1500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

„როდესაც ბავშვებს უფასო წიგნებს ვაძლევთ ან საბავშვო ბაღის გადასახადისგან ვათავისუფლებთ, ამით მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე არ ვზრუნავთ. სახელმწიფო მეტ სახსარს უტოვებს ოჯახებს. ჯანდაცვა ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს, მონაწილეობს მშპ-ს ზრდაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.