ჩვენი მიზანია, შევქმნათ დასაქმების ეკონომიკა, რომელიც ხელს უწყობს შეძლებული საშუალო კლასის ჩამოყალიბებას

ჩვენი მიზანია, შევქმნათ დასაქმების ეკონომიკა, რომელიც ხელს უწყობს შეძლებული საშუალო კლასის ჩამოყალიბებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ეკონომიკური პოლიტიკის მეტი კოორდინირებულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრთან შექმნილია ეკონომიკური საბჭო, ხოლო ეკონომიკური გუნდი მოწოდებულია, განახორციელოს ინტენსიური რეფორმები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუქცევად პროცესად აქცევს. პრემიერის თქმით, ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა 2.6 პროცენტით შემცირდა, მაშინ, როდესაც 2003-2012 წლებში უმუშევრობა 3.5 პროცენტით გაიზარდა; 2014 წელს საწარმოებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 934 200 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 90 ათასით მეტია; 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ბიზნესის სექტორების მიხედვით, დასაქმება განსაკუთრებით გაზრდილია სოფლის მეურნეობაში (35,5%-ით), განათლებაში (25,5%-ით), ტურიზმსა და კვების ინდუსტრიაში (12,6%-ით); „გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში არაერთი რთული ეკონომიკური ამოცანის წინაშე დავდექით. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურმა კრიზისებმა ეკონომიკურ ზრდაზე, ექსპორტზე, ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამ პრობლემათა მიუხედავად 2014 წელს ჩვენ გვქონდა მშპ-ს 4.8 %-იანი, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში - 2.8%-იანი ზრდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.