ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მთა გაძლიერდეს და არ დაიცალოს

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მთა გაძლიერდეს და არ დაიცალოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარგენისას განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მთა გაძლიერდეს და არ დაიცალოს. პრემიერის თქმით, გრძელვადიანი გეგმების განხორციელება მთის კანონში შეტანილი ცვლილებებით დაიწყო. მაღალმთიანი რეგიონებისთვის სოციალური და ეკონომიკური შეღავათები წესდება. პენსია 216 ლარამდე იზრდება; კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე ოჯახი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარს მიიღებს, ხოლო მესამე და შემდეგ ბავშვზე - 200-ლარიან დახმარებას ორი წლის განმავლობაში; ხელფასის სახით მიღებული 6 ათას ლარამდე შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან; 12 მუნიციპალიტეტში დამატებითი შეღავათიანი პირობები გავრცელდება - ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა შექმნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები; მთიანი რეგიონების საწარმოები ქონებისა და მოგების გადასახადებისგან თავისუფლდებიან 10 წლით; 10 წლით თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან მეწარმე ფიზიკური პირები და მთაში მუდმივად მცხოვრები პირებიც; ასევე, მთაში მუდმივად მცხოვრებთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამუდამოდ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან; მასწავლებლებისთვის წესდება სახელფასო დანამატი არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით და დამატებითი ანაზღაურება ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით; დაწესდება დანამატი პენსიონერთა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის - 20 პროცენტის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში; ექთნებისთვის - წესდება დანამატი სახელმწიფო პენსიის ოდენობით, ხოლო ექიმებისთვის - პენსიის ორმაგი ოდენობით. პრემიერმა აღნიშნა, რომ თანადგომის საუკეთესო მაგალითია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 11 მილიონი ლარია.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკუნის პროექტია. გზა არხოტისკენ საბჭოთა პერიოდშიც კი არ არსებობდა, აქამდე იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით არის შესაძლებელი. ამის გამო, სოფელი არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს. 2017 წლიდან, გზის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელს ათობით ოჯახი დაუბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მისი ხელმძღვანელობით სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობს. ამასთან, 6 რეგიონში, სადაც სახეზეა უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი, დაბალი შობადობა და მაღალი სიკვდილიანობა, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან