ირაკლი ღარიბაშვილი:   ბოლო სამ წელში საცხოვრებლით უზრუნველვყავით 15 ათასამდე დევნილი ოჯახი

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო სამ წელში საცხოვრებლით უზრუნველვყავით 15 ათასამდე დევნილი ოჯახი

ბოლო სამ წელში სახელმწიფოს მიერ ბინების შესყიდვის პროგრამებით დღეისათვის საცხოვრებლით უზრუნველვყავით 15 ათასამდე დევნილი ოჯახი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გაორმაგდა დევნილთა შემწეობა.

 „დევნილები მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. საკანონმდებლო დონეზე პირველად დარეგულირდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები. დღეს დევნილებს შეუძლიათ, თვითონ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობებიდან. ფოცხო-ეწერის მსგავსი ავანტიურები წარსულს ჩაბარდა. მათ ვერავინ ვერსად ვეღარ გადაასახლებს. გავაუქმეთ დევნილებისთვის თბილისში მშენებლობების სრულიად დისკრიმინაციული შეზღუდვა. შედეგად, პირველად, დევნილობის 22 წლის შემდეგ, 1 061 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ კორპუსებში, მათ შორის 630 ოჯახი ოლიმპიურ სოფელში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.