რა ჯდება სიკვდილით დასჯა ამერიკაში?

რა ჯდება სიკვდილით დასჯა ამერიკაში?

„სასიკვდილო ინექციის“  ღირებულება შტატებში, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს არის სამედიცინო მედიკამენტები, რომელთა გამოყენებითაც, ამერიკის რამდენიმე შტატში, სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოჰყავთ.

 მათზე, მოთხოვნის ზრდა, დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტი კი, იმან, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა  საერთო  გადაწყვეტილება  მიიღეს არ დაუშვან მათი პროდუქციის სიკვდილით დასჯისთვის გამოყენება.

გარდა ამისა,  დეკემბერში ევროკომისიამ  „სასიკვდილო ინექციის“ პრეპარატების ექსპორტზე, მკაცრი კონტროლი დააწესა,–ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წამლების მწარმოებლი კომპანიები დაავალდებულა ექსპორტის დროს, მიიღონ დასტური, რომ ეს პრეპარატები სიკვდილით დასჯისათვის არ იქნება გამოყენებული.

დღესდღეობით, ერთადერთი კომპანია, ვისთვისაც ნებადართულია  ამერიკაში პრეპარატების წარმოება დანიური ფარმაცევტული კომპანია  Lundbeck-ია. მან მიიღო უფლება აწარმოოს მედიკამენტები, ამერიკული კომპანია  Akorn-თან ერთად, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ არ გასცემს არანაირ პრეპარატს სიკვდილით დასჯისთვის.

ეს კომპანიები მკაცრად კონტროლდება და მათ არ შეუძლიათ პრეპარატის გაცემა, სპეციალური ფორმის გარეშე, რომელიც ავადმყოფმა პრეპარატის მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინოს.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ  სიკვდილით დასჯა ძალიან „ძვირი სიამოვნება“ გახდა. მაგალითად,  ტეხასის შტატში   კიტა ტურმოდას სიკვდილით დასჯისთვის 1286 დოლარი დაიხარჯა. ის 2002 წელს  დამნაშვავედ ყოფილი ცოლის და მისი საყვარლის მკვლელობაში სცნეს. დანაშაულს დამამძიმებელი გარემოებები ახლდა. კერძოდ, სიკვდილმისჯილმა მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ, ბავშვის დედასთან(მოკლულთან) ჩხუბის შემდეგ ჩაიდინა.

ოთხშაბათს, 6 საათზე ტეხასის ციხის „ჯალათებმა“ ის სპეციალურ სასიკვდილო სავარძლამდე მიიყვანეს და ვენაში სამი  „სასიკვდილო ინექცია“ შეუყვანეს.

საინექციო მედიკამენტების ღირებულება 2010 წელს 15 ჯერ გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ეს მედიკამენტების დეფიციტმა გამოიწვია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,- 2010 წელს წარმოებიდან ამოიღეს  „სასიკვდილო ინექციის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, (რომელიც ადრე ევთანაზიისთვის გამოიყენებოდა.) ე.წ. ანესთეტიკი, ნატრიუმის ტიოპენტალი. ამის გამო, ტეხასსა და რამდენიმე  სხვა შტატშიც სასიკვდილოდ  სხვა ნივთიერებათა შენაერთების გამოყენება მოუწიათ.

ნატრიუმის ტრიოპენტალი პენტობარბიტალმა შეცვალა. ის, თავის დროზე, ცხოველების ევთანაზიისთვის იყო განკუთვნილი.შემდეგ კი, ეპილეფსიით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოიყენებოდა. პენტობარბიტალი გაცილებით ძვირი ღირს და შესაძებელია მალე ციხეებმა მისი შესყიდვა ვერ შეძლონ.

როგორც, მკველვარები ამბობენ,  სიკვდილით დასჯა, გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სამუდამო პატიმრობა.

ტეხასისგან განსხვავებით, სხვა 33 შტატში, სადაც სიკვდილით დასჯას, (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ნებადართულია)  არც ისე ხშირად მიმართავენ.  როცა ეს მაინც ხდება შტატის წარმომადგენლობას მილიარდობით დოლარის ხარჯვა უწევს.

მაგალითად, კალიფორნიაში სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას 1978 წელს ოთხი მილიარდი დოლარი მოხმარდა.  ამ დროს სიკვდილით, მხოლოდ 13 ადამიანი დასაჯეს. 78 ადამიანი კი, სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, თავისი პირადი მიზეზებით დაიღუპა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ  სიკვდილით დასჯის ღირებულება, სხვადასხვა შტატში, სხვადასხვა ფასებში მერყეობს.

ვაშინგტონმა კელა ბრაუნის სიკვდილით დასჯაზე 97 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

დანახარჯის დიდი ნაწილი „ჯალათებისა“  და პერსონალის ხელფასებზე მიდის. „სიკვდილით დასჯამდე აუცილებელია სპეციალური ოთახის შესაბამისად მოწყობა. განათება იქნება ეს. თუ ადგილი პრესისათვის. ასევე დაცვის წევრებიც უნდა გავითვალისწინოთ,-ამბობს ვაშინგტონის შტატში სიკვდილით დასჯის დეპარტამენტის პრესმდივანი  მარია პეტერსონი და დასძენს, რომ თავად „სასიკვდილო ინექციის“ ღირებულება,-861 დოლარს შეადგენს.

2010 წელიდან იუტას შტატში სასიკვდილო განაჩენი სისრულეში იარაღით (გასროლით) მოჰყავთ. შესაბამისი ხარჯები 165 ათასი დოლარს შეადგენს, ამ თანხის დიდი ნაწილი საჭირო ნივთებისთვის იხარჯება.  მაგალითად, სკამში, რომელზეც სიკვდილიმისჯილი ზის. კოსტიუმში, რომელიც მას აცვია და ა. შ.  ხოლო, 25 ათასი დოლარი, უშუალოდ, განაჩენის სისრულეში მომყვანს ეკუთვნის.