ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
"ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ NDI ამ კვლევებს რაღაც სიხშირით აქვეყნებს, სადაც სხვა შეფასებებთან ერთად პოლიტიკოსების რეიტინგებიც არის, სადაც ჩემი თავიც არც თუ იშვიათად მინახავს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ს მეთოდოლოგია და მიზნები. შესაბამისად, გამიჭირდება, რომ ამ კვლევებზე დაყრდნობით რაიმე ჩემი შეფასება გავაკეთო. უბრალოდ მე არ ვიცი საიდან იღებს ეს ხალხი ამ მონაცემებს, გულახდილად რომ გითხრათ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.