ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
დასკვნით პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატი, შალვა აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ადვოკატის პოზიცია არ გაიზიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პროცესს თავად შალვა აბულაძე არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი, ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი სამართალდამცველის დაჭრაში და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვასა და ტარებაში ედება.
შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 10 აპრილს, ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში დააკავეს.