ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა, მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.
გამოკითხულთა 36% კი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშრებული დავა არის უმთავრესად მოტივირებული კერძო მხარეებს შორის არსებული დაპირისპირებით და ემსახურება კანონიერი მფლობელის დადგენას
გამოკითხულთა 15% კი ორივე მოსაზრებას ეთანხმება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და ასევე იმას, რომ ეს საქმე უმთავრესად მოტივირებულია კერძო მხარეთა შორის დაპირისპირებით.
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1 881 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.