NDI-ის გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველოში მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება

NDI-ის გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველოში მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველოში მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება, 18% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპოდენტთა 3% თვლის, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 15%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 27% თვლის, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 5%-მა კი აღნიშნულ კითხვაზე პასხუხი არ იცის.

NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1 881 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.