NDI-ს გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს

NDI-ს გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

კითხვას, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით, საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრინდეს თუ ევროკავშირში - რესპოდენტთა 58%-მა უპასუხა, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრინდეს, 24%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. 8% არცერთს არ ეთანხმება, 8%-მა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი - არ ვიცი გასცა.