გაეროს უშიშროების საბჭომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა.
დოკუმენტი დაჯგუფების დაფინანსების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ, ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გააქტიურონ.