არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბენატორმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ სიტყვებზე, როცა მან მინისტრს ქურდი უწოდა.

ამის შესახებ უკრაინის ძალოვანმა მინისტრმა ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა.

„მე სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლე. რადგან თუ ამბობ, რომ ადამიანი არის ქურდი, პასუხი უნდა აგო“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენუკიც ამზადებს სარჩელს, სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში შესატანად.