რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვნა პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სერიოზული ნაბიჯი უწოდა.
ფედერაციის საბჭოს წევრი იმედოვნებს, რომ ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ქართველი კოლეგები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მომხრეები იქნებიან.
„ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული სიგნალი გაუგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობა აღადგინოს. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობა საპარლამენტო არხებით აღვადგინოთ. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო არენაზეც ჩვენი მომხრეები იქნებიან ქართველი კოლეგები და არა მოწინააღმდეგეები“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რიგით მეთერთმეტე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
პრეზიდენტ პუტინის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.