თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს

თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებაში 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ღონისძიება, პოლიტიკური დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცენდენტოა, შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ეფექტურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ.