ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით იანოშ ჰერმანი პრესკონფერენციას გამართავს

ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით იანოშ ჰერმანი პრესკონფერენციას გამართავს

ევროკომისია "საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გატყობინებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს "საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ. ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.