22 ოქტომბრიდან, საქართველოს მეორე  fashion week-ი დაიწყება

22 ოქტომბრიდან, საქართველოს მეორე fashion week-ი დაიწყება

საქართველოს მეორე  fashion week-ის კვირეულს მეტეხის ხიდზე ავთანდილის ჩვენება გახსნის. Fashion week-ის ფარგლებში საზოგადოების წინაშე 24 კრეატორი წარადგენს საკუთარ კოლექციას. 20 ქართველ დიზაინერს შორის 4 ახალბედაა. მოწვეულია ორი უკრაინელი და ერთი ფრანგი დიზაინერი, ამასთან მილანიდან დიზაინერთა ჯგუფი 3 კრეატორის შემადგენლობით.

კვირეულის კასტინგის მენეჯერი ნინო ცქიტიშვილია, რომელმაც ქართული სააგენტოებიდან 36 გოგონა შეარჩია, მათთან ერთად ჩვენებებში პირველი fashion week-ის მსგავსად უკრაინელი მოდელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს უკრაინელი დიზაინერი დახურავს, დახურვასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის გაცნობა უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისთვის.

კვირეულის ფარგლებში, ჩვენებები შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრის მცირე და სამეჯლისო დარბაზებსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება.

-”ესაა პროექტი, რომელსაც უდიდესი შესძლებლობები და გასაქანი აქვს, მისი ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პრესტიჟისთვისაც”. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომდევნო fashion week-ი თბილისში გაზაფხულზე ჩატარდება”, - განაცხადა კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ციცი იაშვილმა ”ობიექტივთან” საუბრისას.