„იმედია ახალი კოალიცია საერთო ინტერესებით იმოქმედებს“

„იმედია ახალი კოალიცია საერთო ინტერესებით იმოქმედებს“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი კოალიციების შექმნას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად საჭიროა ძალების გაერთიანება.

ჟურნალისტის კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს რუსეთისთვის ახალი ალიანსი, რომელშიც თურქეთიც შედის, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თურქეთმა მტრული საქციელი ჩაიდინა, თუმცა ის რუსეთის მტერი არ არის და ახალი კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ არ იმოქმედებს.

„რაც შეეხება კოალიციას, რომელიც საუდის არაბეთში შეიქმნა, არ ვფიქრობ, რომ ეს კოალიცია ანტირუსულ ხასიათს ატარებს. თურქეთის გარდა, იქ შედის სხვა სახელმწიფოებიც. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მტერია. მათ უბრალოდ მტრული საქციელი ჩაიდინეს და რთულია სიტუაციის დალაგება. არა მგონია ახალმა კოალიციამ რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს. სინამდვილეში, არ მესმის რა მოხდა. თუ აშშ-ს აქვს უკვე კოალიცია, რა არ ჰყოფნით მათ? რაღა საჭირო იყო ახალი კოალიციის შექმნა, რაიმე სხვა, საკუთარი გეგმა აქვთ მათ? ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ, რა სახელიც არ უნდა ერქვას მათ. ახალი კოალიცია საერთო ინტერესებით იმოქმედებს და ჩვენ ერთობლივად, ეფექტურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა პუტინმა.