მიხეილ სააკაშვილი:  ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია

მიხეილ სააკაშვილი: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პუტინს მისი "დავიწყება არ შეუძლია". აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.

"როგორც ყოველთვის, პუტინმა მე გამიხსენა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს და მე მისი მესმის. თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია კარტის სახლივით დაიშლება. პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს.

ჩემთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი ილაპარაკა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, რომ ცხვირი არ გაეზარდოს", - წერს სააკაშვილი.  

დღეს, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობაზე ისაუბრა, აღნიშნა რომ აშშ-მ სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცა და უკრაინაში გააგზავნა. პუტინმა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა "უკრანელი ხალხისთვის შეფურთხებად" შეაფასა.